მიხეილ ყაველაშვილი პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან წურწუმიასთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები