“ევროკავშირი ღირებულებითი კავშირია და თუ ამ ღირებულებებს ევროკავშირის ელჩი დასცილდა, ესე იგი, ეს ელჩი იმ მოვალეობას ვერ ასრულებს, რაც მასზეა დაკისრებული” – მათიკაშვილი
“სამწუხარო სანახავია, როდესაც ევროკავშირის ელჩი, რომლის პირდაპირი დანიშნულება და მიზანიც ევროკავშირში საქართველოს მაქსიმალური ინტეგრაციის უზრუნველყოფაა, ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველი ხალხი დააზიანოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის რეალურ ინტერესებს ნამდვილად არ წარმოადგენს, არც იმ ქვეყნების ინტერესებს, ევროკავშირში რომ მოიაზრებიან. ურთიერთობის გაშლა იმ შრეში ხდება, რაც დიპლომატისთვის სამარცხვინოა. ჩვენი ქვეყნის გზა – ევროკავშირშია. ევროკავშირი, პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირია და თუ ამ ღირებულებებს ევროკავშირის ელჩი დასცილდა, ესე იგი ეს ელჩი იმ მოვალეობას ვერ ასრულებს, რაც მასზეა დაკისრებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.