„ამ ოპოზიციას, უსამშობლოებს ფუჭი მუქარები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო; სინამდვილეში, ყველა ემზადება” – ზარქუა
“ამ უსამშობლოებს ფუჭი მუქარები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, სინამდვილეში, ყველა ემზადება, რეგიონებში არიან ჩასულები და ვისაც ფული აქვს შემორჩენილი, კადრებისა და მხარდამჭერების მოძიება ხდება, მაგრამ ფუჭად, ამ უსამშობლოებს სამეგრელოში არანაირი რესურსი არ აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ამ ოპოზიციას, უსამშობლოებს ფუჭი მუქარები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, სინამდვილეში, ყველა ემზადება. რეგიონებში ჩასულები არიან და ვისაც ფული აქვს შემორჩენილი, კადრებისა და მხარდამჭერების მოძიება ხდება, მაგრამ ფუჭად, რადგან ამ უსამშობლოებს სამეგრელოში არანაირი რესურსი არ აქვთ. მცდელობა აქვთ, რადგან როცა პატრონებისგან მესიჯი მოუვათ, არჩევნებზე გადითო, მზად იყვნენ. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ქართული საზოგადოება გააცამტვერებს. თუ არ მიიღებენ და იქ დარჩებიან, სადაც არიან“, – განაცხადა ზარქუამ.