“ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია” – წილოსანი

“ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია – დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ. წარსულსაც რომ არ შევხედოთ, რეალობაშიც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია. დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებებიც და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისგან გამოწვეულ რევოლუციურ პროცესებს,” – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები