ზაზა შათირიშვილი: ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ქვეყანა გამუდმებით ცდილობს, ჩვენი ქვეყანა რევოლუციის და დესტაბილიზაციის ქარცეცხლში გახვიოს და ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა

„არსებობს ასეთი ამერიკული ხუმრობა – „ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მიზეზი მარტივია – აქ ამერიკის საელჩო არ არსებობს“. ვისთვის ხუმრობა, მაგრამ ჩვენ, ქართველებს 2003 წელს, ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი და დაორგანიზებული რევოლუცია 9-წლიან დიქტატურად, ადამიანების მკვლელობად, ბიზნესის რეკეტად, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღებად და ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა“, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.

„2003 წელს, ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციას ადგილზე კოორდინაციას სწორედ ამერიკის საელჩო და საელჩოსთან დაკავშირებული NGO ორგანიზაციები უწევდნენ, როგორებიც იყო „კმარა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ და სხვა. ამ ავბედითი დღის შემდეგ 22 წელი გავიდა, თუმცა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ამ ქვეყნის საელჩოს საქართველოში ზნე და მიზნები არ შეუცვლია. სამწუხაროდ, ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ქვეყანა გამუდმებით ცდილობს ჩვენი ქვეყანა რევოლუციის, არეულობის და დესტაბილიზაციის ქარცეცხლში გახვიოს და ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად, უსიტყვოდ ასრულებდა“, – წერია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები