მაია ბითაძე: „მეგობარ აქტს“ სჭირდება პროცედურების გაგრძელება მომდევნო პალატაში და შემდგომ პრეზიდენტის ხელმოწერა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით, რომ მოხდება

„მეგობარი აქტის“ შინაარსი პირდაპირპროპორციულად წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის ხედვასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ აქტს სჭირდება პროცედურების გაგრძელება მომდევნო პალატაში და შემდგომ პრეზიდენტის ხელმოწერა, რასაც მმართველი გუნდი ნამდვილად არ ელოდება, რომ მოხდება.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან „მეგობარი აქტის“ შინაარსი პირდაპირპროპორციულად წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის ხედვასთან, – როგორც გაცხადებულ ხედვასთან, ასევე იმ სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცედურებთან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. თუნდაც რად ღირს ამ „ანტიმეგობარ აქტში“, რომელსაც სახელიც კი გადაარქვეს, USAID-ისადმი მოწოდება, სადაც USAID-ს მოუწოდებენ, საქართველოსთან მიმართებით სტრატეგია შეიმუშაოს, როდესაც USAID-ი, პრაქტიკულად, „არაკანონიერ“ ორგანიზაციად იქნა გამოცხადებული აშშ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან.

ერთი, რომ სპეკულაციურია განცხადება იმაზე, რომ ეს არის ორპარტიული – აშშ-ში, მათ შორის, ამ ორ პარტიაში არის ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრებები – არ შეიძლება, ყველა ერთ ჭრილში განვიხილოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალები, რომლებიც პოზიციონირებდნენ, როგორც ძალები, რომელთაც სურდათ, რომ „ქართული ოცნება“ მოეშორებინათ ხელისუფლებიდან და მოეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებელი პოლიტიკოსები ამ ქვეყნის სათავეში, რომ მათ, მართლა მონური ფსიქოლოგიით, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც უბრძანებდნენ დასავლეთიდან, – ის ძალები იქ მუშაობენ, იქ არიან ის ადამიანები. ამ აქტს სჭირდება პროცედურების გაგრძელება მომდევნო პალატაში და შემდგომ პრეზიდენტის ხელმოწერა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით, რომ მოხდება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები