ტრამპი – პუტინზე: მას ჩემი თურქეთში ყოფნა სურს და არ ვიცი, ჩავა თუ არა იქ, თუ მე არ ვიქნები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის ჩავა თუ არა რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„არ ვიცი, ვლადიმერ პუტინი იქნება თუ არა სტამბოლში. ვიცი, სურს, რომ მე იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებულია. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მედიის ინფორმაციით, პუტინი ახლა მოსკოვში იმყოფება და მალაიზიის პრემიერს მასპინძლობს.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 15 მაისს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. თურქეთში პირადად მიემგზავრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ამ დრომდე უცნობია.