„ტოიოტა“ 1,75 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს

კორპორაცია „Toyota Motor“-ი დეფექტების შესაკეთებლად მთელი მსოფლიოს ირგვლივ 1,75 მილიონზე მეტ ავტომანქანას უკან იწვევს. აღნიშნული ავტომობილების დეფექტებს შორის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაც სახელდება. 1,05 მილიონ ავტომობილს შორის „Lexus LS“ სედანი და „Toyota Auris“ ჰეჩბექია. თუმცა, ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მათი მიზეზით ამ სერიის ავტომობილების რაიმე ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. 2014 წლის განმავლობაში ეს „ტოიოტას“ მიერ უკან გამოწვევის უკვე მეოთხე კამპანიაა. მაგალითისთვის, ამ წლის აპრილში 6,39 მილიონი ავტომობილის დაბრუნდა. მიზეზი კი არაერთი, მათ შორის მართვის სისტემის და სავარძლების გაუმართაობა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები