“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: შემოცვივდნენ სახლში „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, გამომასახლეს და 1 ლარად გადასცეს ჩემი ბინა რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი

შემომითვალეს, რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და  დარჩენილ, ერთადერთი ბინას, დიღმის მასივში  არ ჩამოგართმევთო. მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზე იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი რა გააკეთეს ის ბავშვიც რომ დაიჭირეს, გიორგი, გვარს ვერ ვიხსენებ. ვერ ვენდობოდი მათ, რომ მე იქედან საქმე გამომეტანა. თანაც ისეთი საქმე იყო ვიცოდი, რომ არ წაიგებოდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ნანა ქადაგიშვილის თქმით, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თანამშრომლები, რომლებსაც იმ დროს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა შეცვივდნენ მის სახლში და გამოასახლეს 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ხოლო მისი ბინა 1 ლარად გადასცეს რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი და გასამართლებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობისთვის, მეგის ქარდავასთან ერთად.

„როგორც კი უარი შევუთვალე, რამდენიმე დღეში ისინი შემოცვივდნენ ჩემს სახლში „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიკა მელია, გამომასახლეს იმ სახლიდან 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ზამთარია 2012 წლის 17 იანვარი და შეასახლეს რატი მგელაძე, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი, მას 1 ლარად გადასცეს ჩემი ბინა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრძანება რომ გასცა ამ ბრძანებას ჩემი ბინა არც ყოფილა მოხსენიებული, ეს ყველაფერი მერე გახდა ცნობილი, როდესაც მე ვიჩივლე პროკურატურაში, უკვე „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ და დავარწმუნე პროკურატურა, რომ სამოხელეო დანაშაულია, თანაც მრავალჯერადად ჩადენილი. მართლაც გამოძიებულ იქნა ეს საქმე და აღმოჩნდა რა; გარდა იმისა, რომ ჩემი ბინა აქვს 1 ლარად მიცემული, ამის გარდა 5 000 000 დოლარის ქონება აქვს მიცემული თბილისსა და ბათუმში, ასევე 5 000 000 დოლარი აქვს ანგარიშზე ჩარიცხული, სავარაუდოდ ფულის გათეთრების მიზნით. ანუ ის კიდევ ბევრ სხვა მძიმე დავალებას აძლევდა გარდა პატიმრების მიყურადებისა და დასმენისა.
ეს პიროვნება გასამართლდა მეგის ქარდავასთან ერთად პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილეა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს აძლევს 1 ლარად ჩემს ბინას. მაგრამ როდესაც შემდეგ საჯარო რეესტრში მივდივარ და ვთხოვ, ამონაწერს მაძლევენ, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მაძლევდნენ“,-განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები