ნანა ქადაგიშვილი: ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან – ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა. 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში არც გათბობა იყო,არც ცხელი წყალი, არც დაბანის საშუალება

“ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, ცუდად გავხდი, რომ შევედი და დავინახე რა ხდებოდა იმ კამერაში და როგორი სიტუაცია იყო მუხლები მომეკვეთა. ჩამომსვეს იქ სადღაც და მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა – არა, ცხელი წყალი – არა, დაბანის საშუალება – არა, არანაირი მინა, არც დეკემბერში, არც იანვარში, არც თებერვალში – ეს პერიოდი იქ ვიყავი,” – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მისი მეუღლისა და შვილის საკანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20-25 კვადრატულში  80 კაცი იყო, იდგა 6 საწოლი და რიგრიგობით 2-2 საათით იძინებდნენ.

„ჩვენს საკანში 2-2 ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი. ისინი როცა მოდულის შენობიდან გადაიყვანეს ორთაჭალის ციხეში, დაახლოებით 20-25 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი როგორც ამირანი და აჩიკო მიხსნიდნენ. ჯერ ამ ოთახში იდგა 6 ორსართულიანი საწოლი, ამის გარდა 80 კაცი იყო და მორიგეობით იძინებდნენ, 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდნენ. 2 საათზე მეტს ვერ იძინებდნენ, მერე გაგაღვიძებდნენ და სხვა იძინებდა, დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ, წარმოიდგინეთ 24 საათში 2 საათი. კატასტროფული სიცხე იყო და ვინმეს რომ გული უწუხდებოდა კი ვერ ვარდებოდა, გვერდზე მყოფი იჭერდაო, იმიტომ, რომ „სილიოტკებივით“ ვიყავით ჩაწყობილი და ერთმანეთზე მიკრულებიო“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები