რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს – არის მსხვერპლი

დღეს დილით, რუსებმა უკრაინას  „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუმის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

“ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, დასავლეთით და ცენტრში, ჩამოგდებული იქნა 80 Shahed-ის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა ტიპის დრონები”,- ნათქვამია საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჰაერო თავდასხმა მოიგერია ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა სუმის, ხარკოვის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები