მეთევზემ “უცხოპლანეტელი” ასი საცეცით დაიჭირა (ვიდეო)

54 წლის სინგაპურელი მეთევზე ონგ ხან ბუნი  კუნძულ სენტოზაზე ვახშამისთვის თევზს იჭერდა, როდესაც ის, რასაც იჭერდა, საშინლად ამოძრავდა. დაჭერილი არსება ერთდროულად უცხოპლანეტელს და მუტანტს ჰგავდა. მას ასი საცეცი ჰქონდა.
„სავარაუდოდ, ეს რვაფეხაა, მაგრამ ასეთი არასდროს არ მინახავს. ჩემი ცხოვრების მანძილზე საშინელი არსებები დამიჭერია, თუმცა ეს არც ერთ არ ჰგავს. ეს ან უცხოპლანეტელია, ან მუტანტი, ან რვაფეხას უცნობი ჯიში. დღეს არაფერი აღარ მიკვირს. ოკეანეში იმდენი ტოქსიკური ნარჩენი ვარდება, რომ მანდ ყველაფერი შეიძლება გაჩნდეს“, – თქვა მეთევზემ. მან არსება ვიდეოზე გადაიღო და მასალა YouTube-ზე ატვირთა. თუ რას წარმოადგენს დაჭერილი არსება, მეთევზესთვის პასუხი ჯერ არავის გაუცია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=D-SuYbM9HYQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები