მერცი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, თუ ამ კვირაში უკრაინასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება
ევროკავშირი მზადაა, რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ უკრაინაში ომის დასრულების საკითხში პროგრესი ამ კვირაში არ იქნება მიღწეული,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მომზადებულია.
“ჩვენ ველოდებით პუტინის შეთანხმებას და ვეთანხმებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვსურს ევროპულ დონეზე ერთად ვიმუშაოთ სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებაზე“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე.