კრემლი: პუტინი გამოაცხადებს, თუ ვინ წავა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის
რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
მისივე თქმით, როგორც კი ვლადიმერ პუტინი ამას საჭიროდ ჩათვლის, კრემლი გამოაცხადებს, თუ ვინ წარმოადგენს რუსულ მხარეს უკრაინასთან შეხვედრაში.
“რუსული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებისთვის მზადებას, რომელიც ხუთშაბათს უნდა შედგეს. ჯერჯერობით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ.” – დასძინა პესკოვმა.
ცნობისთვის, 11 მაისის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა.
პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა.