ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები 3-4 ოქტომბერს გაიმართება

ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები 3-4 ოქტომბერს გაიმართება,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, არჩევნებში ერთმანეთს არაპოპულარული მემარჯვენე ცენტრისტული მმართველი კოალიცია და ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალებთან კავშირის მქონე პოპულისტური ოპოზიცია დაუპირისპირდებიან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მეთაურობით ოპოზიციური პარტია “ANO” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში დიდი უპირატესობით უსწრებს პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კოალიციას „სპოლუს“.

ახალი მთავრობის მხარდასაჭერად უმრავლესობის ფორმირება დამოკიდებული იქნება მცირე პარტიების, მათ შორის როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური ჯგუფების შედეგებზე, რომლებიც პარლამენტში ადგილების მოპოვებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები