სუს-ის უფროსმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა.
სუს-ის ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა და გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.
“საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.