ლონდონის პოლიციამ კირ სტარმერის სახლში გაჩენილი ხანძრის ორგანიზებისთვის ეჭვმიტანილი დააკავა
ლონდონის პოლიციამ დააკავა 21 წლის ეჭვმიტანილი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სახლში ხანძარი გააჩინა,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში დასტურდება.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 21 წლის მამაკაცია, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ბრალდებით დააკავეს.
როგორც მედია იუწყება, პირველი ხანძარი გასულ კვირას, ხუთშაბათს გაჩნდა, რომლის სამიზნეც ავტომობილი იყო. მეორე ხანძარი კვირას, სტარმერის ერთ-ერთი საკუთრების შესასვლელს გაუჩნდა. მესამე ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა იმ სახლზე, სადაც სტარმერი პრემიერ-მინისტრობამდე ცხოვრობდა.
“სიფრთხილის მიზნით და იმის გამო, რომ საკუთრება წარსულში საჯარო ფიგურასთან იყო დაკავშირებული, ამ ხანძრის გამოძიებას ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული სარდლობის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ეს”,- აღნიშნავენ პოლიციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრები, შესაძლოა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ კამპანიას წარმოადგენდეს.