“ზომბების” ყველაზე მასობრივი შეხვედრა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში “ზომბების” ყველაზე მასშტაბური შეხვედრა გაიმართა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლების დათვლით საღამოზე 15 458 მონაწილე იმყოფებოდა. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. მანამდე „ზომბების“ შეხვედრა ასევე აშშ-ში გაიმართა. მაშინ საღამოზე 9592 მონაწილე იმყოფებოდა.
გინესის რეკორდების წიგნის წესების თანახმად, ზომბი-საღამოების ყველა წევრს ზომბის კოსტიუმი უნდა ეცვას და სახეზე შესაბამისი მაკიაჟი უნდა ჰქონდეს გაკეთებული. სხვა წესის მიხედვით, ყველა მონაწილე ერთდროულად უნდა იმყოფებოდეს საღამოზე და მინიმუმ 5 წუთის მანძილზე დარჩეს საკუთარ ადგილას. „ზომბების“ დასათვლელად ერთ-ერთ ქუჩაზე „ზომბი-ზონა“ იყო შექმნილი. მონაწილეებს დი-ჯეი და რეპერი ართობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები