დავით მათიკაშვილი: რადიკალები აგრესიას ვერ მალავენ იმ განწყობის მიმართ, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის გაძლიერება
,,ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი, ბარათაშვილის ხიდზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.
„რადიკალები აგრესიას ვერ მალავენ იმ განწყობის მიმართ, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის გაძლიერება. ყოველ მხრივ ცდილობენ ეს საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოავლინონ. მათ შორის არის ხალხის მიერ, მოქალაქეების მიერ განთავსებული ბანერების დაზიანება. კიდევ ერთხელ ამით საზოგადოებას აჩვენებენ თავის ჭეშმარიტ სახეს, რომ არიან არა ქვეყნის პატრიოტები, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველო აღარავის დაემონება“ – ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.