შრი-ლანკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაში, სამხედროების დაკრძალვის ცერემონიის დროს, საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

შრი-ლანკის საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ Bell 212 ვერტმფრენის მადურუ ოიას წყალსაცავში ჩამოვარდნის შედეგად შეიარაღებული ძალების წევრები დაიღუპნენ.

საჰაერო ძალების პრესსპიკერის, ერანდა გიგანაგეს თქმით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმის ოთხი თანამშრომელი და ორი პილოტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები