მიხეილ ყაველაშვილი: გულითადად ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას – საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს მშვიდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.
„გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი რომის პაპად აირჩიეს. პაპის რანგში მისი სახელი ლეო XIV იქნება.