რომის ახალი პაპი ამერიკელი რობერტ პრევოსტი გახდა

ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი რომის პაპად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეს რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელი რომის პაპად აირჩიეს.

პაპის რანგში მისი სახელი ლეო XIV იქნება.

სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი დღეს საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი არჩეულია.

კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები