“პუტინის ცერემონიული ზავი ფარსი აღმოჩნდა” – სიბიგა

„რუსეთის საოკუპაციო არმია, 8 მაისს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ აგრძელებს შეტევას, რითაც განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფარსს წარმოადგენს“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

“პუტინის “აღლუმი ცეცხლის შეწყვეტის” შესახებ შეთანხმება ფარსი აღმოჩნდა. რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. შუაღამიდან შუადღემდე, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის 734 დარღვევა და 63 თავდასხმის ოპერაცია განახორციელა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინა შეტევებს უპასუხებს და ყველა ინფორმაციას თავის მოკავშირეებს გაუზიარებს.

„ჩვენ სათანადოდ ვრეაგირებთ ყველა თავდასხმაზე და ვუზიარებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების შესახებ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროპელ პარტნიორებს, ყველა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას. ჩვენ არ მივცემთ პუტინს უფლებას, ვინმე მოატყუოს, როდესაც ის საკუთარ სიტყვასაც კი არ ასრულებს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები