პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის საშინელ პროვოკაციას სწრაფად უპასუხებენ

პაკისტანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ პაკისტანი ინდოეთის საზარელ პროვოკაციას უპასუხებს.

მისი თქმით, პაკისტანმა გაააქტიურა თავდაცვის სისტემები და ინდოეთის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეღწევაში ხელი შეუშალა.

„ცალსახად ვიტყვი: პაკისტანი ამას უპასუხებს მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. ეს საზარელი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნა პაკისტანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები