ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პაკეტს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული მეტი ფიზიკური პირი და 100-ზე მეტი ხომალდი დაემატება.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტის, „სახალინ-2“-ის სანქციებისგან გათავისუფლება იაპონიისთვის მისი მნიშვნელობის გამო მომავალი წლის ივნისამდე გაგრძელდება.

სანქციები დაეკისრება 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ხუთს ჩინეთში. გარდა ამისა, ახალი ზომები მიმართული იქნება 31 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის სამხედროებს ან მონაწილეობენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები