ირაკლი კირცხალია: პარტიის თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის, რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის

“პარტიის თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის და რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია გაატარებს იმ ხაზს და პოლიტიკას, რაც პირდაპირ კონვერტირდება ქვეყნის კეთილდღეობაზე.

„ყველა ერთად გავიგებთ, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. პარტია გაატარებს იმ ხაზს და პოლიტიკას, რაც პირდაპირ კონვერტირდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გაგრძელდება და თან იმავე ძალისხმევითა და შემართებით. ჩვენი პარტიისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ხვალ, 7 მაისს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები