სააკაშვილის რეჟიმის წამების მსხვერპლი ლაშა არქანია: მოითხოვდნენ ტერორისტულ აქტში ადამიანების დადანაშაულებაში დახმარებას, რასაც მაიძულებდნენ ცემით, მცემდნენ ხელებშეკრულს, ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას, გამიყვანა ჯვარის პოლიციის უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებმა, ყოფილმა პატიმარმა, ლაშა არქანიამ ისაუბრა და 2011 წელს მისი გატაცებისა და წამების ფაქტი გაიხსენა.

ლაშა არქანიას თქმით, ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და ცალ-ცალკე. მოითხოვდნენ ტერორისტულ აქტში ადამიანების დადანაშაულებას, რასაც აიძულებდნენ ცემით, ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას, ჯვარის პოლიციის უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ გაიყვანა და სცადა დახვრეტის იმიტაცია.

„ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და ცალ-ცალკე საღამოს 10 საათიდან დილის 4 საათამდე, მოითხოვდნენ ერთადერთ რამეს, ტერორისტულ აქტში ადამიანების დადანაშაულებაში დახმარებას, რასაც მაიძულებდნენ ცემით, ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას, გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. არჩევანის წინაშე დამაყენა და მე თვითონ დავთანხმდი, ან დაგხვრეტ, ან დამეხმარეო და ავირჩიე, რომ დავეხვრიტე. მან გამიყვანა კიდევაც ამ მიზნით, მაგრამ როგორც ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიზის დროს მე თვითონაც მივხვდი, რომ პირადად მან დამარტყა, ვერ ვიტყვი იარაღის კონდახი, რომლითაც დახვრეტით მემუქრებოდა, მაგრამ მე აღმოვჩნდი მიწაზე უგონო მდგომარეობაში და საბოლოოდ არ დახვრეტილი“,-განაცხადა ლაშა არქანიამ.

ლაშა არქანიას განცხადებით, რამდენადაც მის გათავისუფლებას არ აპირებდნენ, პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს და მან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით გამოქვაბულში იპოვა.

„ის დამემუქრა, რომ ზუგდიდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი და მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ეს იყო უკვე დილის პერიოდი მთელი ღამე ცემისგან, წვალებისგან დაღლილი, უძლური. რამდენადაც ვიცი ზუგდიდის რომელიღაც პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ – გიორგი სამუშია და კოხტა კოდუა, რომლებმაც უსიტყვოდ ხელახლა დამიწყეს ცემა, მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე ისე ესენიც. რამდენადაც მათ უთხრეს, რომ მე არ ვაპირებდი ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებზე დახმარებას, იმ პირების დადანაშაულებას, რომლების ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. მაგრამ ამაზე უარის მიღების შემდგომ, რამდენადაც ჩემს გათავისუფლებას არ აპირებდნენ, ხოლო, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს და მე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში. მოვიხმარე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებულს და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს“,-განაცხადა ლაშა არქანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები