“ევროპის მხრიდან პირველი შეტევა დაიწყო, როდესაც ჩვენ არ შევუერთდით ორმხრივ სანქციებს რუსეთზე – როდესაც ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები” – ლაშხი

“ევროპის მხრიდან პირველი შეტევა დაიწყო, როდესაც ჩვენ არ შევუერთდით ორმხრივ სანქციებს რუსეთზე – მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, მაშინ, როდესაც ჩვენ იმისთვის, რის გამოც მოგვცა მანდატი საზოგადოებამ, სწორედ ის დავიცავით, ეროვნული იდენტობა, ევრო ინტეგრაციის გზაზე სვლა, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვენი სუვერენიტეტის ფასად”, –  ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განუცხადა.

„ორმაგი სტანდარტია, თავისუფლების ინდექსი, რომელიც გამოქვეყნდა – მედია თავისუფლებაზეცაა ამ კვლევაში საუბარი. მაშინ, როდესაც „იმედს“ არბევდნენ, საქართველო იყო 65-ე პოზიციაზე. დღეს, როდესაც მედია თავისუფალია და სწორედ იმ ინდექსების კრიტერიუმებით წინსვლა გვაქვს ყველა საერთაშორისო რეიტინგებში, ვართ 114-ე ადგილზე, მაშინ, როდესაც 35-ე ადგილზეა სომხეთი, 65-ზე უკრაინა, სადაც საეროდ აკრძალულია ოპოზიციური არხების არსებობა. ერთადერთი, რაც [საქართველოში] შეიცვალა, არის ის, რომ მათ ფავორიტი ხელისუფალი არ არის, მათ მეინ სტრიმში ჩვენი ხელისუფლება არ ჯდება და პირდაპირ იცავს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები