ირაკლი ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს
“მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს და მათი ეს ყოვლად დაუსაბუთებელი არჩევნების შედეგების ბოიკოტი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ.
მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ ეს ბოიკოტის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ სრულ მარგინალიზაციას. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.