ცოტნე ანანიძე: უკრაინელი ხალხის შემყურე, შეუძლებელია ვერ ხედავდე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გონივრულ და პატრიოტულ პოლიტიკას
„უკრაინელი ხალხის შემყურე, შეუძლებელია ვერ ხედავდე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გონივრულ და პატრიოტულ პოლიტიკას,“- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, წნეხის პირობებში შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ქვეყნის გადარჩენა.
„რაც უნდა კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, უკრაინელი ხალხის შემყურე, შეუძლებელია ვერ ხედავდე ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გადარჩენის, გონივრულ და პატრიოტულ პოლიტიკას, რაც, წნეხის პირობებში, შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ“, – წერს ანანიძე.