ლევან მაჭავარიანი: „ალტერნატივა გერმანიისთვის” არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან მათ და ისინი მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“

“ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებაც ამასთან დაკავშირებით, ტირანია უწოდა ბატონმა რუბიომ ამ საქციელს, როდესაც ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც დღევანდელი რეიტინგებით სხვათა შორის პირველ ადგილზე იმყოფება გერმანიაში,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, იგივე გლობალურ ომის პარტიას, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიფ სთეითს“ და ისინი მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც ცოტა გაუგებარია, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიასთან ერთად საფრანგეთში რაც მოხდა, ქალბატონი ლეპენი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურა არის, აეკრძალა პოლიტიკაში მოღვაწეობა 5 წლით, რუმინეთში კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და მოლოდინი იყო, რომ მეორე ტურშიც პირველ ადგილზე გავიდოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ეს შედეგები მოგეხსენებათ და აკრძალეს ეს კანდიდატიც. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანდიდატები და პარტიები, ვინც მე ჩამოვთვალე ვერ ჯდებიან „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში, ეს ორჯერ ორი ოთხია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ძალიან მწვავე და კრიტიკული განცხადებები და პოზიციები. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ აშშ-დან ამ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, შეგვიძლია საქართველოც გავიყვანოთ ამ ქვეყნების რანგში რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი ქვეყნის მისამართითაც უამრავი უსამართლობა მომხდარა, იგივე სანქციები და ა.შ. და კი ბატონო ძალიან მისასალმებელია, რომ ამ ყველაფერს გმობს მოქმედი ადმინისტრაცია, გმობს სახელმწიფო დეპარტამენტი თან ძალიან მკაცრი სიტყვებით, მაგრამ სამწუხაროდ ამას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები