ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გარე უფროსებმა დაავალონ მათ  არჩევნებში მონაწილეობის მიღება

„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“ახლო მომავალში ვიწყებთ საშტაბო მუშაობას. ყოველთვის ასე ხდება, ოპოზიციასთან შედარებით თვეებით ადრე ვიწყებთ მომზადებას. წინ არჩევნებს თუ გავიხსენებთ არანაირი საშტაბო მუშაობა ოპოზიციას არ გაუწევია და არჩევნები ჩაუტარეს ქვეყნის გარედან. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო კამპანიას, ეს უკვე კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში მოხდება. დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ვხედავთ, რომ, ჯერჯერობით, გაურკვეველია ინსტრუქციები, მითითებები იგვიანებს, თუმცა რაღაც პროცესი გააპარალელეს იმის მოლოდინში, რომ საბოლოო ჯამში, მონაწილეობას მოსთხოვენ თავიანთი გარე უფროსები. როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, გარედან რა დავალებაც არ უნდა წამოვიდეს – დაიშალონ შვიდ პარტიად თუ გაერთიანდნენ ერთ პარტიად ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინაიდან, რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები