დავით მათიკაშვილი – ლევან ხაბეიშვილზე: რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, როცა ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია
„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული.
„ხაბეიშვილისნაირი ფსევდო პოლიტიკოსისგან მსგავსი განცხადების გაკეთება ღიმილის მომგვრელია. რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, როცა ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია და რადიკალიზმზე არიან გადასული. ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა, ყველას დაფიქრება მართებს. მათი ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. ბუნებრივია, ეს მოძალადეებს არასასიამოვნო ვითარებაში აღმოაჩენს, როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“. იქნება ძალადობა? სახელმწიფო ყველაფრის მიმართ ადეკვატური იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, „კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით, ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“.