დღეს თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა

დღეს თეთრი ხელჯოხის – უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სიმბოლოს საერთაშორისო დღეა. არასამთავრობო ორგანიაზაცია „ვიმეგობროთ“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტ „თვალთახედვა“-ს ახორციელებს. დღეს 16:00 სათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტ GAU-ში გაიმართება პირველი საჯარო ლექცია „გაიგე მეტი უსინათლო და მცირემხედველ ადაიანთა შესახებ“. მსმენელებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ უსინათლო და მცირემხეველ ადამიანთა წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს საქართველოსა და მსოფლიოში და საკუთარ თავზე გამოსცადონ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა დამხმარე საშუალებები.
საჯარო ლექციები ქ. თბილისის უმაღლეს სასწავლებებში და სკოლებში პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბრიდან (თეთრი ხელჯოხის დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის დღე) იგეგმება. გარდა ამისა, ჩატარდება თემატური კინოჩვენება და განხილვა, ასევე უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთათვის დამხმარე და განსავითარებელი საშუალებების შეძენა და უსასყიდლოდ გადაცემა.
ამ დღეს ასევე ფოტოგამოფენა მიეძღვნებ, აგრეთვე აუდიო წიგნის პრეზენტაცია, ინკლუზიური ექსკურსია, თემატური მრგვალი მაგიდის ორგანიზება, 13 ნოემბერს (უსინათლოთა მსოფლიო დღე) კი უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა მხარდამჭერი მსვლელობის ორგანიზება და სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ხელჯოხი – სივრცეში ორიენტანცის, შესაბამისად უსინათლოთა და მცირემხედველთათვის, დამოუკიდებელი ცხოვრების შეუცვლელი ატრიბუტია. თეთრი ხელჯოხი საერთაშორისო დღე – მსოფლიოში ათეულობით წელია აღინიშნება. საქართველოში კი პირველად 201 წელს აღინიშნა. ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ათეულ ათასობით უსინათლო და მცირემხედველი საქართველოს მოქალაქის პრობლემებსა და გამოწვევებს. ამ დღის დაარსება ფოტოგრაფ ჯეიმს ბიგსს (James Biggs) უკავშირდება, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა თვალისჩინი. ჯეიმსი შეეცადა ცხოვრება ხელახლა დაეწყო და დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო ქუჩებში ხელჯოხის გამოყენებით. თუმცა სწრაფად გააცნობიერა, რომ შავი ფერის ხელჯოხზე გამვლელები და მძღოლები არ რეაგირებდნენ, ისინი ჯეიმს ჩვეულებრივ, ხელჯოხიან ადამიანად აღიქვავდნენ. ბიგსმა ხელჯოხი თეთრად შეღება, რითიც გამვლელთა ყურადღება მიიქცია – სიახლე სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები