მყინვარწვერის ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მყინვარწვერზე, მწვერვალთან ახლოს დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციაში მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის ქოხის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. ზღვის დონიდან 3653 მეტრზე 9 ტონა ნაგავი მოგროვდა. ნარჩენები მყინვარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაიტანეს. უკანასკნელად მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია 2004 წელს დაასუფთავეს. ყოველწლიურად მყინვარწვერს ათასობით როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მთამსვლელი სტუმრობს. მარტო ბეთლემის ქოხში 3 ათასზე მეტი უცხოელი სტუმრობს.
მყინვარწვერიდან ნარჩენების გატანა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დასუფთავების ყოველთვიური აქციის ფარგლებში განხორციელდა.