საქართველოში პენსია რამდენი ლარით გაიზრდება ნოემბერში გახდება ცნობილი

საქართველოში 2015 წელს პენსია გაიზრდება – აღნიშნული საკითხი კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვების დროს გადაწყდა.
თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია კანონმდებლები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვები ნოემბერში გახდება ცნობილი.
საქართველოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულებულია. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ასევე შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს მხარს არ უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები