9 დაღუპული და 68 დაშავებული – რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა

გასული ღამის განმავლობაში, კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რამდენიმე რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

რუსების შეტევას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო 68 დაშავდა.

რუსეთმა 100 უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა,
რის შედეგადაც ყველაზე მეტად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები.

სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები