პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგური აღდგენილია და ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქსელი სრულად სტაბილიზებულია“, – განაცხადა პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა.

ამასთან, მედიის ცნობით, ელექტროენერგია ესპანეთის 99%-საც ნორმალურ რეჟიმში მიეწოდება.

“ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად”,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 000-ზე მეტი სამართალდამცავი იყო განლაგებული.

შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები