ეკვადორში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა და შენობები დაზიანდა
ეკვადორში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა და ესმერალდასის ქალაქში შენობები დააზიანა, იტყობინება „Reuters“.
ბიძგების გამო ორი ნავთობსადენის გათიშვაც გახდა საჭირო.
მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 135 ოჯახი დაზარალდა, რამდენიმე საჯარო შენობა და კერძო სახლი დაზიანდა. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.
პირველი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მოხდა, თუმცა უფრო მცირე, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრით.