აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ჩაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა რუსეთის საზღვარი მოსკოვის დროით დაახლოებით 09:40 საათზე გადაკვეთა.
Axios-ის ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს შორის დღეს გაიმართება.
სახელმწიფოს მეთაურსა და ამერიკის წარმომადგენელს შორის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა და დაახლოებით ოთხ საათ-ნახევარი გაგრძელდა.
უშაკოვის თქმით, მათ ძირითადად უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება და ასევე სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს.