მაია ბითაძე: საქართველოსთვის მწვანე ენერგიაზე გადასვლა არის არამხოლოდ ეროვნული პრიორიტეტი, არამედ ასევე სტრატეგიული მოცემულობა – ჩვენი ევროპული მისწრაფებები გვაძლევს ენერგო დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმოების საშუალებას
,,საქართველოსთვის მწვანე ენერგიაზე გადასვლა არის, არამხოლოდ ეროვნული პრიორიტეტი, არამედ ასევე სტრატეგიული მოცემულობა – ჩვენი ევროპული მისწრაფებები გვაძლევს ენერგო დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმოების საშუალებას”,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიუსელში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური ბუნდოვანების ფონზე მიწოდების საიმედო ხაზს გულისხმობს.
„პატივცემულო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი პრივილეგიაა, დღეს თქვენთან ერთად განვიხილო პარლამენტის მიერ შესრულებული უმნიშვნელოვანესი როლი როდესაც საქმე ეხება მწვანე ენერგიის პრინციპებზე გადასვლას, ეს კლიმატისა და ენერგიის სფეროში გადამწყვეტი ათწლეულია.
საქართველოსთვის მწვანე ენერგიაზე გადასვლა არის არამხოლოდ ეროვნული პრიორიტეტი, არამედ ასევე სტრატეგიული მოცემულობა. ჩვენი ევროპული მისწრაფებები, ჩვენი მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის, გვაძლევს ენერგო დივერსიფიკაციის წამახალისებელი პოლიტიკის წარმოების საშუალებას. ამავე დროს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური ბუნდოვანების ფონზე მიწოდების საიმედო ხაზს გულისხმობს.
შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი ზრდის საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს, ეს განახლებადი ენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფას გულისხმობს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. ეს მოცემულობა კი, თავის მხრივ აუმჯობესებს ევროკავშირის ენერგო მდგრადობას არსებული მიწოდებისა და ზოგადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ამავე დროს, ენერგო დერეფანი რომელიც განვითარებულია ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, წარმოადგენს კონტინენტებს შორის მწვანე ენერგიის მიმართულებით თანამშრომლობისა და მომავალში წყალბადის ექსპორტის თვალსაზრისით.
საქართველოს განახლებადი ენერგიის კარგი პოტენციალი, ჩვენი ენერგიის 80% უკვე განახლებადია, ეს ძირითადად ჰიდრო რესურსებით არის უზრუნველყოფილი. მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, მზისა და ქარის ენერგია მზარდი სფეროებია, ჩვენი მიზანია გამძლე, მოქნილი და დაბალი დაბინძურების მქონე ენერგო სისტემის ჩამოყალიბება რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო და ამ საზოგადოების წევრი ქვეყანა, საქართველო საკუთარ ენერგო პოლიტიკას თანხვედრაში ატარებს ევროკავშირის სტანდარტებთან.
2024 წელს შემუშავებული ეროვნული ენერგო და კლიმატის გეგმა რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, 2030 წლისთვის შემდეგ მიზნებს ისახავს, გამონაბოლქვის შემცირებას, განახლებად ზრდას და ურთიერთკავშირს. საქართველოში იურიდიული ვალდებულებაა ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან მიღება, ჩვენი მიზანია ასევე რომ 2030 წლისთვის ჩვენს მიერ გამომუშავებული ენერგია, მისი მოხმარების მაჩვენებელს უნდა აღემატებოდეს.
საქართველოში კლიმატთან დაკავშირებით ამბიციები გაძლიერებულია, განახლებული ეროვნული მასშტაბის ძალისხმევის შედეგად, გარემოს დაბინძურების შემცირების თვალსაზრისით 2030 წლამდე შესასრულებელი 47 სხვადასხვა ამოცანაა დასახული. ამ მიზნების მიღწევისთვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მონიტორინგის, რაპორტისა და ვერიფიკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს გარემოს დაბინძურების კონტროლის გამჭვირვალე სისტემას, საქართველო ასევე ავითარებს კლიმატთან დაკავშირებულ კანონპროექტს რომელიც საფუძველს ჩაუყრის 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის დასახულ ამოცანას.
მწვანე ენერგიაზე გადასვლა გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული, ისევე როგორც პანდემიის შემდეგ რიგ მიწოდების ხაზებს შეექმნათ პრობლემები. გამოწვევაა გაერთიანებული, რეგიონული ენერგო ბაზრის არ არსებობა და საერთაშორისო ენერგო სისტემის დაგეგმვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებიც, როგორც კანონმდებლები, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი გარემო შევქმნათ სადაც ინვესტიციები დაცულია, სარგებელი კი სამართლიანად განაწილებული. საქართველოს პარლამენტი სუფთა სახის ენერგო წარმოებისა და რეგიონული კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით განაგრძობს ენერგო საზოგადოების პარტნიორებთან თანამშრომლობას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.