ევროკომისიამ Apple-ს 500, ხოლო Meta-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ოთხშაბათს, ევროკომისიამ გამოსცა პირველი ჯარიმები ციფრული ბაზრის შესახებ, კანონის მიხედვით,- ტექნოლოგიურ გიგანტებს: Apple-სა და Meta-ს ევროკავშირის ახალი ციფრული წესების დარღვევისთვის ჯარიმები დაუწესა,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Apple-სა და Meta-ს ჯარიმები ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევისთვის დაუწესდათ. Apple-ს €500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება App Stores-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის, ხოლო Meta-ს €200 მილიონი ევროს ჯარიმა დაეკისრა პრაქტიკისთვის, რომელიც ევროკავშირის მომხმარებლებს ავალდებულებს, გადაიხადონ Facebook-ისა და Instagram-ის ურეკლამო ვერსიებზე წვდომისთვის.

“ჩვენი მოვალეობაა ევროპაში ჩვენი მოქალაქეები და ინოვაციური ბიზნესები დავიცვათ“, – განაცხადა ევროკომისარმა ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰენა ვირკუნენმა.

კომისია ამჟამად აფასებს ცვლილებებს, რომლებიც მეტა-მ გასული წლის ბოლოს, რეგულაციის შესასრულებლად შემოიღო.

Apple-მა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ხოლო Meta-მ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ცდილობს წარმატებულ ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს ხელი შეუშალოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები