ხონის რაიონიდან აფხაზეთში გადასულ ორ ახალგაზრდას უკვე მეცხრე დღეა ეძებენ

უკვე მეცხრე დღეა ხონის რაიონიდან აფხაზეთში გადასულ ორ ახალგაზრდას ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლევან ლოლაშვილი და ზურაბ შვანგირაძე გალში თხილის საკრეფად მიდიოდნენ. ისინი სავარაუდოდ, ენგურის ხიდზე დააკავეს. ოჯახმა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ 11 ოქტომბერს შეიტყო. დაკარგულების მშობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები