პენტაგონი სირიაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას ამცირებს
პენტაგონმა დაადასტურა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სირიაში სამხედროების რაოდენობას 1000-ზე ნაკლებამდე შეამცირებს.
ამასთან, პენტაგონი პირობას დებს, რომ გააგრძელებს დარტყმას ISIS-ის ორგანიზაციის დარჩენილ ტერორისტებზე, რომლებიც აკრძალულია შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და სირიაში.
„ეს გააზრებული და გარემოებებზე მორგებული პროცესი შესაძლებელს გახდის, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა სირიაში 1000-ზე ნაკლებ სამხედრომდე შემცირდეს… აშშ-ის ცენტრალური სარდლობა კვლავ მზად იქნება განაგრძოს დარტყმების მიყენება სირიაში ISIS-ის ნარჩენებზე“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის ხელისუფლებამ სირიაში სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების მიზეზად სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციური ძალების წარმატებები დაასახელა – კერძოდ, მათი „ტერიტორიული მარცხი“, რომელსაც ტერორისტებმა 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში მიაღწიეს.