მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართა. „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ინიციატივას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.

მედიის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მთავარი მეტოქე ყოფილი გენერალური პროკურორის, ალექსანდრე სტოიანოგლოს კოალიცია „ალტერნატივა“ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები