IAEA-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, რომელიც თეირანს 16 და 17 აპრილს ეწვევა, განაცხადა, რომ ირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან.
როგორც მან აღნიშნა, IAEA უნდა იყოს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანს აქვს საკმარისი მასალა არა ერთი, არამედ რამდენიმე ბომბის შესაქმნელად, მას ჯერ არ გააჩნია ბირთვული იარაღი… მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი არც ისე შორს არიან მისგან. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ირანის მხრიდან ძალიან სტაბილური აჩქარება ამ სფეროში“, – განუცხადა მან Monde-ს.