9 მაისს სერბეთის პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლით, ქვეყანას EU-ში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქრება – მედია
თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ევროპელი მაღალჩინოსნები ვუჩიჩს აფრთხილებენ, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება.