სუმზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.

როგორც სუმის საკრებულომ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, თავდასხმის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სტაციონარში მკურნალობას 44 დაშავებული აგრძელებს, მათ შორის 10 ბავშვია.

„ათი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია [ორი ბავშვი და რვა ზრდასრული]. კიდევ 35 ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ნათქვამია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს რუსეთის არმიამ სუმის ცენტრზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, დამპყრობლებმა ორი „ისკანდერ“-M/KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები