გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე: საზოგადოებისთვის რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამ ყოველივეს მოსმენა, ფაქტია, რომ ეს აუცილებელია სულ მცირე პრევენციის მიზნით

„საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასეთი ფაქტების შესწავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა,“- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველ სხდომაზე, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, თუ როგორ ირღვეოდა წინა ხელისუფლების პერიოდში ადამიანის უფლებები.

„საზოგადოებისთვის რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამ ყოველივეს მოსმენა, ფაქტია, რომ ეს აუცილებელია სულ მცირე პრევენციის მიზნით, რომ საქართველოში მსგავსი არასოდეს არ განხორციელდეს. დღითი დღე ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში“, – აცხადებს მიქანაძე.

ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები