ტრამპი – ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მივიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვდა მრჩევლებს და მისი ადმინისტრაცია ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს.

„ირანზე გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მივიღებთ. არაფერს აქვს მნიშვნელობა, სანამ ეს არ დასრულდება,. ყველაფერი კარგად მიდის“,- განაცხადა ტრამპმა.

როგორც “როიტერი” წერს, ანონიმური წყაროს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მომავალ შაბათს, რომში გაიმართება.

პირველი შეხვედრა კი 12 აპრილს შედგა. როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-ისა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები